მელაძე–შსს–ში მივიდა: „ოჯახის წევრის წამებით დამემუქრნენ“
15/03/2021 13:36:26 სამართალი
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩხლაძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდნენ. როგორც ირკვევა, მედიის წარმომადგენლები გამოკითხვაზე იმ გამოძიების ფარგლებში არიან დაბარებულები, რომელიც მისი და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
მელაძე ახალ მუქარებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდება. კერძოდ, მას დედის წამებით დაემუქრნენ:
„ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ მუქარები ჩვენი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ერთ ერთი ხელმძღვანელის მხრიდან. გონივრული ვადა მას შემდგ უკვე გავიდა და გვაინტერესებს დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით.
ყველა იურისტი თანხმდება, რომ ის განცხადებები რომელიც გამოთქმული იყო ბატონი წიკლაურის მხრიდან საჯარო სივრცეში, წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამოძების დასაწყებად" ამბობს ნოდარ მელაძე.


