Accentnews.ge
ზურაბ ჟვანიას ვაჟს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზურაბ ჟვანიას ვაჟს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

16/03/2021 09:26:19 სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟს ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან - განხზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის: თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S