Accentnews.ge
თოფაძე – ჟვანიაზე: „წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავიანთ თავს დააბრალონ“

თოფაძე – ჟვანიაზე: „წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავიანთ თავს დააბრალონ“

16/03/2021 16:36:48 სამართალი

ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვაიას, რომელსაც გამოძიება ყოფილ დეპუტატ გოგი თოფაძის შვილიშვილის – ლევან თოფაძის გაზრახ მკლელობის მცდელობას ედავებოდა, ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გადაუკვალფიცირა.

ირკვევა, რომ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და სასამართლომ ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა, დანარჩენი კი პირობით სასჯელად ჩაეთვლება. 7 თვე ჟვანიას უკვე მოხდილი აქვს, ამდენად, ის საპატიმროს 9 თვეში დატოვებს.

„ვინაიდან ბესარიონ ჟვანია აღიარებდა ბრალად წარდგენილ ქმედებას, მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მას შემდეგ, რაც სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მიღებულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სახელმწიფო ბრალდებამ დააზუსტა წარდგენილ ბრალდება“,– განაცხადა ჟვანიების ადვოკატმა თეო გვაზავამ.

ოჯახს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიმართავს თუ არა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, გოგი თოფაძე კი ამბობს, რომ თუ მსჯავრდებული საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს, მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდება.

„თუ მანამდე გამოვიდა, თუ ვინმემ მოგვატყუა და გაუშვა, დიდ ხათაბალაში ჩაეხვევიან. ამ წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავიანთ თავს დააბრალონ. თუ იქ არაფერს გააფუჭებს, წელიწადნახევარში გამოვიდეს და ჩვენც მხარს დავუჭერთ“,– განაცხადა გოგი თოფაძემ „ტვ პირველთან“

ცნობისთვის: თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S