Accentnews.ge
მცხეთაში, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოვლინდა

მცხეთაში, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოვლინდა

17/03/2021 06:29:43 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შექმნეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი. ცრუ მოწმეების მონაწილეობით შედგენილ იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი, რომლის გამოყენებითაც შემდგომში მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა ერთ-ერთი ფიზიკური პირის სახელზე. ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 36 000 ლარს", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S