საქართველოში ანტირეკორდს საწვავის ფასიც ამყარებს
26/03/2021 07:28:05 ეკონომიკა
დღეიდან საწვავი კიდევ ორი თეთრით გაძვირდა და მისი ღირებულება 2.66 ლარს შეადგენს. საწვავის მაქსიმალური ღირებულება საქართველოში რამდენიმე წლის წინ 2.71 ლარი იყო. ამრიგად, 5 თეთრიღაა რჩება ანტირეკორდის დამყარებამდე.
ცნობისთვის: საქართველოში საწვავი მომხმარებლებს ბოლო სამი თვის განმავლობაში 60 თეთრით გაუძვირდათ. ვინაიდან წლის დასაწყისიდან ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.
ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს ეროვნული ვალუტაც.


