Accentnews.ge
"ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც საბჭოთა დროს ოცნებაც კი არ შეეძლოთ"

"ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც საბჭოთა დროს ოცნებაც კი არ შეეძლოთ"

26/04/2021 11:41:39 პოლიტიკა, ეკონომიკა

"ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც საბჭოთა დროს ოცნებაც კი არ შეეძლოთ", – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ტერმინში, რომ ახლა რაღაც გაახსენდა მთავრობას, გადახედეთ ჩვენ მოღვაწეობას ხელისუფლების, ქართული ოცნების და ყოველწლიურად ნახავთ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ და სამეწარმეო პროექტებს, რომლებიც სწორედ რეგიონებში ხორციელდებოდა. [...] სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, გზებიც შენდებოდა არა მარტო მაგისტრალური, არამედ ადგილობრივი დანიშნულების, წყალგაყვანილობა, გაზიფიკაციამ იცით, რომ უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა, ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც სსრკ-ს დროს ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ, ინტერნეტიზაციის პროექტი დავძარით და ახლა უკვე მეორე და მესამე საპილოტე რეგიონებში იწყება ამის მშენებლობა. პროგრამა აწარმოე საქართველოში მარტო ერთი კომპონენტია - 600-ზე მეტი მცირე საწარმო სწორედ რეგიონებში ამოქმედდა. აქედან გამომდინარე, არანაირად არ გვეკუთვნის ის, რომ ახლა რაღაც გაგვახსენდა. ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ სწორედ რეგიონებს ვეხმარებით და არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან", – განაცხადა თურნავამ.

26 აპრილის მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონ ლარს დახარჯავს. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება რეკრეაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელმწიფო ობიექტების მშენებლობა, განვითარება და სხვა ღონისძიებები. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები შექმნასაც გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S