Accentnews.ge
კვლევა: პარტიებმა ქცევის კოდექსი ხელმოწერისთანავე დაივიწყეს

კვლევა: პარტიებმა ქცევის კოდექსი ხელმოწერისთანავე დაივიწყეს

09/06/2021 12:51:03 პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ გასული წინ საპარლამენტო არჩევნების წინ 40–მა პარტიამ უცხოელი პარტნიორობის შუამავლობით პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი და ამ გზით დაადასტურა საკუთარი მზაობა, პატივი ეცა ამომრჩევლისთვის, დაეცვა კონკურენციის პრინციპები და ქცევის გარკვეული ნორმები, როგორც ირკვევა, მხოლოდ არჩევნების წინა 10 დღეში მინიმუმ 300–ჯერ „დაავიწყდათ“ აღებული ვალდებულება,– მსგავს დასკვნამდე მივიდა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“, რომელმაც 2020 წლის 20-30 ოქტომბრის განმავლობაში ყველა ძირითადი სატელევიზიო თოქ-შოუ შეისწავლა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებები შეისწავლა.

რისთვის იყენებენ პარტიები საეთერო დროს?

როგორც კვლევიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში პოლიტიკურ ლიდერთა გამოსვლების 54% არასაგნობრივი იყო, 32,3% – ნაწილობრივ საგნობრივი და დროის მხოლოდ 13% დაუთმეს პოლიტიკოსებმა საგნობრივ გამოსვლებს.

საინტერესოა, რომ ქვეყნის ორი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი შეფასდა არასაგნობრივად. კერძოდ, ენმ–ის წარმომადგენელთა – 68%, „ქართული ოცნების“ – 66%.

ამ მხრივ სხვა პარტიებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, მაგრამ ჯამში, არც თუ სახარბიელო:

„ლელომ“ არასაგნობრივ გამოსვლებს 35.6% დაუთმო, ნაწილობრივ საგნობრივს – 42.4%;

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ არასაგნობრივი საუბრისთვის გამოსვლების 44.6% „გამოიყენეს“, ნაწილობრივ საგნობრივისთვის – 32.5%.

ბრძოლის მეთოდები და ვინ არიან დამრღვევები?

კვლევიდან ირკვევა, რომ ეთიკის კოდექსის დამრღვევებს შორის ლიდერობენ „ევროპული საქართველო, ენმ და „ქართული ოცნება“. ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი აქვს „გირჩს“ მის „ანგარიშზე“ ჩარიცხული 1 დარღვევით.

პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთის შეურაცხყოფდნენ, ცილის სწამებდნენ, ლანძღავდნენ და არღვევდნენ მათ მიერვე ხელმოწერილ ქცევის კოდექსს.

და ბოლოს

მიუხედავად იმისა, რომ არასაგნობრივ გამოსვლასა და არაეთიკური ქცევაში ლიდერმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების მეტი პროცენტი მიიღეს, ვიდრე მაგალითად, მათ, რომლებიც საგნობრივ განცხადებებს მეტ დროს უთმობდნენ, ორგანიზაცია იტოვებს იმედს, რომ გრძელვადიან პერიოდში ქცევის პროცესი შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური ტრადიციის განუყოფელი ნაწილი გახდეს და პრინციპების დარღვევა ზიანის მომტანი იყოს პოლიტიკური პარტიების იმიჯისთვის.

კვლევა ვრცლად იხილეთ – აქ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S