Accentnews.ge
ჟურნალისტს ზუგდიდში ელექტროშოკით დაემუქრნენ [ვიდეო]

ჟურნალისტს ზუგდიდში ელექტროშოკით დაემუქრნენ [ვიდეო]

02/10/2021 07:58:00 სამართალი

„ფორმულას“ ჟურნალისტს ზუგდიდში არჩევნების გაშუქებისას ელექტროშოკით დაემუქრნენ. ინციდენტი ზუგდიდის 84-ე უბანთან მოხდა, სადაც ენმ-ის ცნობით, „კარუსელს“ გეგმავდნენ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ხოლო როდესაც მედიამ ინციდენტის გადაღება დაიწყო, გაღიზიანდა, ელექტროშოკი აქტიურ მდგომარეობაში მოიყვანა და დაემუქრა, შემდეგ კი ტვ პირველის ოპერატორს წყლის ბოთლი ესროლა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ცნობისთვის: საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს. კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S