Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "პოლიციელებმა სააკაშვილის “სამალავის“ კარი გასაღებით გააღეს"

ღარიბაშვილი: "პოლიციელებმა სააკაშვილის “სამალავის“ კარი გასაღებით გააღეს"

02/10/2021 08:03:39 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბინა, რომელშიც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა გასაღებით გააღეს.

„ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით,ეს ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და სრულად გაკოტრებული, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს,“ – ასე უპასუხა ღარიბაშვილმა კითხვას, თუ მიხეილ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, რატომ არ დააკავეს ის მანამდე და მეტყველებს თუა რა ეს სისტემის ჩამოშლაზე და დასძენს, „იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე წარმოგიდგენიათ“.

მისი თქმით, პოლიციამ ის მომენტი შეარჩია, როდესაც ბინაში სააკაშვილი მარტო იყო, დამატებით დეტალებზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება და ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეოები ყალბია და რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს შსს–მაც. დღის მეორე ნახევარში გაირკვა, რომ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში და რომ ის თბილისში დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S