Accentnews.ge
სუს–ის უფროსი – სააკაშვილზე: "რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია“

სუს–ის უფროსი – სააკაშვილზე: "რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია“

02/10/2021 09:48:25 პოლიტიკა, სამართალი

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია პირველივე წუთიდან ჰქონდათ.

"რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა". - განაცხადა მან "ტვ პირველთან".

სააკაშვილმა 1 ოქტომბრის დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება. „ქართული ოცნების“ წევრები და შსს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდნენ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას.

დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რომ ის ოთხი დღეა, საქართველოშია.

სააკაშვილი ციხეში მოინახულა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ოფიციალური კიევი სააკაშვილს მხარდაჭერას დაჰპირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S