გლდანის #72 საარჩევნო უბანზე პოლიცია შევიდა
02/10/2021 10:08:49 პოლიტიკა, სამართალი
გლდანში, #72 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც საუბნო კომისიის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.
მოძრაობა “დროას” წარმომადგენელი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ მას კომისიის თავმჯდომარე საჩივრის დაწერის საშულაებას არ აძლევდა, თუმცა ადგილზე კამერების მისვლის შემდეგ, მას უთხრეს, რომ საჩივრის დაწერის უფლება აქვს.
"დროას" წარმომადგენლების განმარტებით, უბანზე ფანჯარა ღია იყო და გაურკვეველი პირი კომისიის წევრებს გარკვეულ ფურცლებს აწვდიდა.
ინციდენტის დროს კომისიის შენობაში საპატრულო პოლიცია შევიდა. მათ განმარტეს, რომ კომისიის თავმჯდომარემ მიმართა, რადგან საარჩევნო პროცესს ხელი ეშლებოდა.
პოლიციამ ჟურნალისტებს უბნის ტერიტორია დაატოვებინა.


