„ტვ პირველი“: „ჟურნალისტი და ოპერატორი საარჩევნო უბნიდან გაიტაცეს“
02/10/2021 11:59:50 სამართალი
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მე 20-ე საარჩევნო უბნიდან, ,,ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი გაიტაცეს,– იუწყება „ტვ პირველი“.
არხის ცნობით, ჟურნალისტს და ოპერატორს თავისუფლება „ქართული ოცნების" კოორდინატორებმა აღუკვეთეს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, კორესპონდენტს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ,,ქართული ოცნების" კოორდინატორები ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მე 20-ე სარჩევნო უბანთან ,,მერსედესის" მარკის 2 მიკროავტობუსით იყვნენ მობილიზებული და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
"დეტალების გასარკვევად ,,ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი საარჩევნო უბანთან მდგარ მიკროავტობუსში ავიდა, რა დროსაც მძღოლმა მანქანა დაძრა და ჟურნალისტები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
მიკროავტობუსში მსხდომმა პირებმა განაცხადეს, რომ არა საარჩევნო უბანზე, არამედ, პანაშვიდზე იყვნენ მოსული. მიკროავტობუსის მძღოლმა ,,ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი საარჩევნო უბანს განარიდა და მოშორებით ჩამოსვა“,– აცხადებენ „ტვ პირველში“.


