Accentnews.ge
შსს–მ საარჩევნო უბანთან დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული არავინაა

შსს–მ საარჩევნო უბანთან დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული არავინაა

02/10/2021 15:38:25 სამართალი

შსს–მ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. საუბარია "ლეიბორისტული პარტიის" წევრის დაჭრის ფაქტზე.

გამოძიების ვერსიით, აღნიშნულ საარჩევნო უბანში, 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მუცლის არეში დაზიანება მიაყენა.

შსს–ს ცნობით, ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც.

"პოლიციის მიერ, ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გრძელდება",– აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S