Accentnews.ge
მარნეულის #83 უბანზე საოლქო კომისიაში “გირჩის” წარმომადგენელი ცემეს

მარნეულის #83 უბანზე საოლქო კომისიაში “გირჩის” წარმომადგენელი ცემეს

02/10/2021 18:13:20 სამართალი

მარნეულის 83-ე უბანზე, ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატ ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, მარნეულის საოლქო კომისიაში “გირჩის” წარმომადგენელ ირაკლი ქველაძეზე იმ დროს იძალადეს, როდესაც მან სარეგისტრაციო მაგიდაზე არასწორად განთავსებული პირადობის მოწმობები დააფიქსირა.

უბნის თავმჯდომარის, ჯეირან ალმამედოვას განცხადებით, დაპირისპირება გაუგებრობას მოჰყვა.

დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ეს ახალგაზრდა მივიდა უბანზე, როცა აყალბებდნენ არჩევნებს, ის ხელს უშლიდა გაყალბებას, მაგრამ არ დაიზარეს და ეს ერთი ბიჭი 30-მა კაცმა ცემა", - განაცხადა იმამკულიევმა.

ქველაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S