Accentnews.ge
პოლიციამ არჩევნების დღეს ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა

პოლიციამ არჩევნების დღეს ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა

03/10/2021 08:41:35 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 ოქტომბერს არჩევნების მიმდინარეობის დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება.

“საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით.პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი, ასპინძაში – 2 პირი, ლანჩხუთში – 1 პირი და თბილისში 1 პირი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S