ხერხეულიძე: "ბულვარშიც იარა და საერთოდ, პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს და ვერ იცნეს“
03/10/2021 19:59:24 სამართალი
ენმ–ის წევრი ეკა ხერხეულიძე მესამე პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს და ვერ იცნეს“. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
"ბულვარშიც იარა და საერთოდ, პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს და ვერ იცნეს. ჰყავთ დაჭერილი მძღოლი და კითხონ. პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს, სიჩქარის...არ იცი, რის გამო, „ესეც იქნება კამერებზეო“ – ამბობს.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.


