Accentnews.ge
თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

04/10/2021 09:04:08 სამართალი

"კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

ჩარკვიანის თქმით, ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს ეკუთვნის.

ამასთან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა მოსახლეობას სააკააშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა, რომელიც დღეს 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან გაიმართება.

"არჩევნები მოგებულია იმ გაყალბების ფონზე. ეს არჩევნები საქართველომ მოიგო. სამ საათზე ჩვენ აქედან მსვლელობით წავალთ. სამზე უნდა ვიყოთ ციხესთან, სადაც დამწყვდეულია ის პრეზიდენტი, რომელმაც პრაქტიკულად, ააშენა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ამათმა დაანგრიეს", - აცხადებს ჩარკვიანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S