მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
04/10/2021 09:00:36 სამართალი
აქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის გამო კიდევ ორი პირია დაკავებული, - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაკავებულების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს შსს-მ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იმყოფებოდა. ელგუჯა ცომაიას აღკვეთზე სასამართლო დღეს მსჯელობს. მას ბრალად მძიმე დანაშაულის დაფარვა ედება და პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.


