Accentnews.ge
პირს, რომლის სახლშიც სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომლის სახლშიც სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

04/10/2021 11:48:12 სამართალი

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პატიმრობა შეუფარდა ელგუჯა ცომაიას, რომლის სახლშიც იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებისას.

ელგუჯა ცომაიას გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.

დაცვის მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

"ეს არის არარსებულ დანაშაულზე დასჯა. 63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა ცოტა ხნის წინ, მოსამართლე კოპალიანმა გააგზავნა ახლა გლდანში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა. ეს ადამიანი არის აფხაზეთიდან დევნილი, ომი აქვს გამოვლილი. რატომ ხდება არარსებული მუხლით ადამიანის ციხეში გამწესება" - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ის იმ გარემოებაზე აქცენტირებს, რომ საქმეში მოწმეთა უმეტესობა პოლიციელები არიან. მოწმეები სასამართლო სხდომაზე მიანიშნებდნენ, რომ დაკავებული ელგუჯა ცომაია ფლობს იარაღს. ადვოკატის ცნობით, ცომაიას იარაღის ფლობის უფლება აქვს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის საქართველოშია და ვიდეოებიც გამოაქვეყნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S