Accentnews.ge
სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

05/10/2021 09:10:08 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღინისიძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა.

დაკავებულების ადვოკატის გიორგი გოგინავას განცხადებით, წოწორიების მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებიან, თუმცა, მათ მიმართ უკანონო დევნა ხდება პოლიტიკური მოტივით.

ცნობისთვის: საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S