Accentnews.ge
პროკურატურამ ენმ-ის წევრ ლაშა ქველაძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ენმ-ის წევრ ლაშა ქველაძეს ბრალი წარუდგინა

05/10/2021 12:06:13 სამართალი

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის საკრებულოს წევრობის კანდიდატს “ნაციონალური მოძრაობიდან”, ლაშა ქველაძეს ბრალი სისხლის სამართლის 118-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, საღებავის გამოყენებით წარწერების გაკეთებისთვის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ-მ პოლიტიკური მოტივით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ.ი-ს”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქველაძე 3 ოქტომბერს, არჩევნების შემდეგ დააკავეს. პროკურატურის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქველაძე საკრებულოს დეპუტატი ხდება. ქველაძის ოჯახის ინფორმაციით, სწორედ არჩევნების შედეგებს უკავშირდება მისი დაკავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S