Accentnews.ge
„დიდი ხანია, ასეთი სააკაშვილი არ მინახავს“ – გვარამია საპატიმროში ვიზიტის შემდეგ

„დიდი ხანია, ასეთი სააკაშვილი არ მინახავს“ – გვარამია საპატიმროში ვიზიტის შემდეგ

06/10/2021 13:41:52 სამართალი

„მთავარი არხის“ გენდირექტორმა, ამჟამად მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვლი საპატიმროში მოინახულა და განაცხადა, რომ ამ დროისვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორალურია.

„დიდი ხანია, ასეთი სააკაშვილი არ მინახავს. მისი მთავრობის წევრი ვიყავი და როდესაც პიკზე იყო მისი პოზიტიური, რეფორმატორიული აქტივობების, მას მშემდეგ სააკაშვლი ასეთი მხნე არ მინახავს. არაფერი ეტყობა შიმშილობის. ნამდვილად შიმშილობს, მაგრამ ჯერ–ჯერობით, ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ნორმურადაა, თუმცა ბუებრივია, უახლოეს დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. იგი არ აპირებს შიმშილობის შეწყეტას, შესაბამისად, სამედიცინო ადმინიტრირებაზეც უარი აქვს ნათქვამი“,– განაცხადა საპატიმროში ვიზიტს შემეგ გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მეექვსე დღეა, საპატიმროში შიმშილობს.

6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზის საკუთარ და მისი მტკიცებით საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიებზე ისაუბრა. მათ შორის, ღარიბაშვილის განცხადებით, განიხილება ვერსიაც, რომ სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია და საკუთარი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

“ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა… ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან სააკაშვილს “ნარკომანი” უწოდა გასულ თვეშიც, როდესაც “ქართული ოცნება” ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსმა, “ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე”, უნდა გაიკეთოს ნარკოტესტი:

“ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც აქტიური მომხმარებელია ნარკოტიკული საშუალებების და მისი ეს ლაივ ჩართვები, რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელია. იმისდა მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს და ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. გაუგებარია ნამდვილად გახარიას ეს რეაქცია, თუმცა მე მესმის სოლიდარობა, რომელიც ვნახეთ მელიას და სხვა კანდიდატების მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს და ბადებს”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა, პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტესტი ჩაიტაროს და ღარიბაშვილსაც იმავეს სთავაზობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S