თიანეთში მამამ შვილი მოკლა
06/10/2021 20:21:29 სამართალი
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამამ შვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ახლობლების ცნობით, მკვლელობას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


