Accentnews.ge
თაბაგარი: "პროკურატურა ჩემს პატიმრობას ითხოვს"

თაბაგარი: "პროკურატურა ჩემს პატიმრობას ითხოვს"

07/10/2021 11:52:41 სამართალი

Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ 5 ივლისს პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სასამართლო სხდომა დღეს, 7 ოქტომბერს გაიმართა.

"დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე. ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს! მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს", - წერს თაბაგარი "ფეისბუქის" გვერდზე.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა. ინციდენტს თავად გიორგი თაბაგარი ასე აღწერს:

"2-3 საათია, ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად.

ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ადგილას და მირეკავს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.

იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო

არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S