Accentnews.ge
“კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და ნგრევის მიზეზი შესაძლოა, საყრდენი კედლის გამოცლა იყოს”

“კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და ნგრევის მიზეზი შესაძლოა, საყრდენი კედლის გამოცლა იყოს”

08/10/2021 13:13:15 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში დღეს ჩამონგრეული კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და ნგრევის მიზეზი შესაძლოა, საყრდენი კედლის გამოცლა იყოს.

„იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, კორპუსის ნანგრევებში "10–15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი":

"მთაგან კონტაქტზე ორი გამოდის. თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ სად არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილი ნანგრევებში თუ მაღლა. ვესაუბრებით ტელეფონით. სამწუხაროდ, სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ფიზიკურად, შეიძლება, უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი რამ მოხდეს. ჩვენი მაშველები ძალიან პროფესიონალურად მუშაობენ, რომ ნანგრევები ისე გადმოალაგონ, რომ ქვეშ მოყოლილი პირები, ვინც ცოცხალია, არ დავაზიანოთ".

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S