ქორწილის ესკორტის მანქანა გზიდან გადავარდა, არის მსხვერპლი
09/10/2021 13:20:06 სამართალი
შავშვების მონაკვეთზე ქორწილის ესკორტის მანქანა ავარიაში მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, BMW-ის მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და სადრენაჟო არხის ბორდიურს შეეჯახა.
შსს-ის ცნობით, გარდაცვლილია 18 წლის კაცი. დაშავდა 3 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.


