Accentnews.ge
ბათუმში დაკავებული მუშების ადვოკატი: "უარყოფენ, რომ საყრდენ კედელთან შეხება ჰქონდათ"

ბათუმში დაკავებული მუშების ადვოკატი: "უარყოფენ, რომ საყრდენ კედელთან შეხება ჰქონდათ"

11/10/2021 05:55:33 სამართალი

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული მუშების ადვოკატის მზია დიასამიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარყოფენ, რომ საყრდენ კედელთან შეხება ჰქონდათ.

მისივე თქმით, მანამ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისი ორაგნოების შეფასება საქმეში არ დევს, მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობა უკანონოდ მიაჩნია.

"თუ არ იარსებებს ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისი ორგანოების შეფასება, თუ რამ გამოიწვია ამ კორპუსის ნგრევა, მანამდე ამ პიროვნებების დაკავება მე უკანონოდ მიმაჩნია. რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აბსოლუტურად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედლებთან, რომლებსაც სავარაუდოდ შეეძლო ნგრევის გამოწვევა და კორპუსის მთლიანად ჩამოშლა. ისინი აკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმ სამუშაოებს, რასაც დამკვეთი მიუთითებდა", - აცხადებს ადვოკატი, მზია დიასამიძე.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული 3 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს შორის ბინის მეპატრონე და 2 მუშაა. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S