ჩაქვში ტრაილერი ამოტრიალდა, შემდეგ კი სამ მანქანას დაეჯახა - არიან დაშავებულები
11/10/2021 06:33:56 სამართალი
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცოტა ხნის წინ ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერი ამოტრიალდა, - იუწყება "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი".
თვითმხილველების თქმით, მოგვიანებით, იგი ორ სატვირთო და ერთ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილია ორი პაციენტი, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან მედიკოსები.
შემთხვევის ადგილას პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ინციდენტის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


