Accentnews.ge
ცესკო–მ კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

ცესკო–მ კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

12/10/2021 10:50:57 პოლიტიკა, სამართალი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა,– იუწყება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების დროს კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო "ქართული ოცნების" სიმბოლიკა. კუჭავამ მაშინ განაცხადა, რომ სანამ უბანზე მივიდოდა, დილით არ მიუქცევია ყურადღება, რომელიც პირბადე გაიკეთა.

ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი. შედეგად, ხსენებული პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს", - ამბობს ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S