ბათუმში ხანძარმა ორი სახლი გაანადგურა
14/10/2021 18:15:10 სამართალი
ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარმა ორი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
მისი თქმით, ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას.
"ე.წ. ოცნების ქალაქი შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხის შემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. ყველა აქ მცხოვრებ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც სჭირდება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე“, – განაცხადა რიჟვაძემ.


