Accentnews.ge
შსს განმარტავს, რატომ იყო თბილისის საკრებულოს შენობაში მოძრავი რეპიტერი

შსს განმარტავს, რატომ იყო თბილისის საკრებულოს შენობაში მოძრავი რეპიტერი

15/10/2021 08:00:01 სამართალი

შსს–ს განცხადებით, გუშინდელი აქციისას თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალება მოძრავი რეპიტერია, რომელიც საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით გამოიყენება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით. აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურის პოვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S