Accentnews.ge
"თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის აუცილებლად დაჯარიმდება"

"თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის აუცილებლად დაჯარიმდება"

15/10/2021 10:01:06 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავაშესაძლოა დაჯარიმდეს.

„თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის აუცილებლად დაჯარიმდება“, – განცხადა დარახველიძემ.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს "კოვიდ–19" დაუდასტურდა, გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. „არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, "სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S