Accentnews.ge
საფრანგეთში "რუსულ მაფიასთან" კავშირის ბრალდებით ქართველები დააკავეს

საფრანგეთში "რუსულ მაფიასთან" კავშირის ბრალდებით ქართველები დააკავეს

18/10/2021 05:40:35 სამართალი

საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებსაც პოლიციის ინფორმაციით, კავშირი აქვთ „რუსულენოვან მაფიასთან“.

საფრანგეთის ჟანდარმერიის თანახმად, ქალაქ ამიენის პოლიციის და დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღკვეთეს ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა.

ჟანდარმერიის ცნობით, „რუსულენოვან მაფიასთან“ კავშირის მქონე, სომხების და ქართველების ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.

საფრანგეთის პოლიციის თანახმად, დაკავებულია 37 პირი და ჩატარებულია 61 ჩხრეკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S