ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
18/10/2021 07:03:42 სამართალი
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ინციდენტი გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


