თბილისში ქალი მოკლეს
18/10/2021 07:07:27 სამართალი
თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდა ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, გვიან ღამით მათ დაახლოებით შვიდი გასროლის ხმა გაიგეს. გასროლა ეზოდან განხორციელდა. ახალგაზრდა ქალი შემთხვევის დროს აივანზე იმყოფებოდა.
მეზობლები ყვებიან, რომ ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და მას კარგად არ იცნობდნენ, ამიტომ მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


