Accentnews.ge
ზურაბ ბერიძე: "მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით"

ზურაბ ბერიძე: "მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით"

18/10/2021 14:14:01 სამართალი

18 ოქტომბერს, პოლიციამ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკა. ზურაბ ბერიძეს თბილისში მოკლულ ანასტასია შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავდა.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, მე 6 თვეზე მეტია არ მქონია საერთოდ ურთიერთობა. პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე. სხვას ვერაფერს გეტყვით“ – თქვა ზურაბ ბერიძემ ჟურნალისტებთან დღეს, 18 ოქტომბერს.

მოკლული ქალი, ანასტასია შატალოვა, ერთი წლის წინ საჯაროდ აცხადებდა, რომ ზურაბ ბერიძემ მას საერთო შვილი წაართვა. ქალი ამბობდა, რომ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა მამამ და დედას აღარ აჩვენებდა.

სასამართლომ, დროებით განკარგულების საფუძველზე, ბავშვზე ზრუნვის უფლება დედას მიანიჭა. შესაბამისად, ბავშვი დედასთან იყო.

მოკლული ქალის ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, ზურაბ ბერიძე დაახლოებით სამი თვის წინ ამ ქალისა და მათი შვილის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული და ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციას ზურაბ ბერიძის მიმართა შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ამ ორდერს ვადა ამოეწურა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S