გურჯაანში დაჭრილი კაციც გარდაიცვალა
19/10/2021 09:32:47 სამართალი
კახეთში, სოფელ გურჯაანში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა. ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


