Accentnews.ge
მედია - შატალოვას მკვლელობის საქმეზე რუსეთი საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს

მედია - შატალოვას მკვლელობის საქმეზე რუსეთი საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს

20/10/2021 05:55:10 სამართალი

თბილისში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მოსკოვის თბილისისგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას რუსეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა.

"შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაუგზავნა ნოტა თხოვნით კომპეტენტური ორგანოების ხელში არსებული ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ამასთან აუცილებელი იურიდიული დახმარების გაწევაზე, მათ შორის გარდაცვლილის ცხედრის მამისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხში", - აცხადებენ, „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ანასტასია შატალოვა თბილისში 18 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S