შატალოვას საქმეზე დაკავებულ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
20/10/2021 13:44:08 სამართალი
25 წლის ანასტასია შატალოვას საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რომ დაკავებულებს ბრალი წაუყენოს, მათ შორის არ არის ამოღებული დანაშაულის ჩადენის იარაღი.
პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებებს შორის აქვთ ვიდეოჩანაწერები, ჩვენებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები.
27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მის საქმეზე 3 პირი დაკავებული.


