Accentnews.ge
მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინის ნაცვლად გაურკვეველ პრეპარატს აწვდიდა, გამოძიება დაიწყო

მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინის ნაცვლად გაურკვეველ პრეპარატს აწვდიდა, გამოძიება დაიწყო

20/10/2021 15:46:06 სამართალი

გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა და სამედიცინო საქმიანობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.

როგორც შსს–ში აცხადბენ, გიორგი ჩენდლერი მიმალვაში იმყოფება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით აღძრა, რაც თაღლითობას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, თავად გიორგი ჩანდლერი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია და ის მიმალვაშია. პარალელურად, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე, გოგელიას სახელობის კლინიკაში, ხოლო ძველი თბილისის მე-2 სამმართველოში დაზარალებულების გამოკითხვა მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ შსს-ში.

მოქალაქეებმა დღეს განაცხადეს, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე "გოგელიას" კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

რეგულირების სააგენტოშ განაცხადეს, რომ ხსენებული პირი უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S