მარნეულში 10–მდე მაღაზია დაიწვა
20/10/2021 19:52:21 სამართალი
მარნეულის ბაზარში ხანძრის შედეგად ათამდე მაღაზია დაიწვა. ძირითადად დამწვარია ჭურჭლისა და საქორწილო აქსესუარების მაღაზიები.
ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო მანქანა ცდილობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.


