Accentnews.ge
ხობში ყოფილი ძალოვანი დააკავეს, ადვოკატი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

ხობში ყოფილი ძალოვანი დააკავეს, ადვოკატი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

21/10/2021 08:16:34 სამართალი

ხობში ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავას დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებლის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის ადვოკატი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი "ჩაუდეს".

"კონკრეტულად პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, არის პრეზიდენტს სააკაშვილის მხარდამჭერი, აქტიურადაა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, მისი დაკავება გამომდინარეობს პოლიტიკური მოტივებიდან.

ამ დილით მოხდა მისი დაკავება 4 საათზე, არ ვიცი, გონიერ და საზრიან ადამიანს, ადამიანი რომელიც წლები მუშაობდა შსს-ს ორგანოებში, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძრვის დამნაშავეების წინააღმდეგ სტრატეგიის განხორციელებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, სახლში, საძინებელში, ავტომატს შეინახვადა?! ეს არის "ჩადება", - განაცხადა რაფავას ადვოკატმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას ეუთო/ოდირს, დიპლომატებს და არასამთავრობოებს მიაწვდიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S