Accentnews.ge
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მე-4 პირსაც პატიმრობა შეეფარდა

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მე-4 პირსაც პატიმრობა შეეფარდა

21/10/2021 17:47:02 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი ნარიმანიძეს ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის აქვს წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ნარიმანიძე 20 ოქტომბერს დააკავა. მანამდე, სააკაშვილის გარდა, სამი პირი იყო დაკავებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S