დააკავეს პირი, რომელმაც 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი ფული გაასაღა
22/10/2021 06:00:39 სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის 50 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


