Accentnews.ge
პოლიციელის გინების საქმეზე სასამართლომ თაბაგარი სამართალდამრღვევად სცნო

პოლიციელის გინების საქმეზე სასამართლომ თაბაგარი სამართალდამრღვევად სცნო

22/10/2021 09:59:01 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის გინების საქმეზე "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად სცნო.

სასამართლომ განაცხადა, რომ თაბაგარის მიერ პოლიციელის უცენზუროდ მოხსეინება არ იყო კრიტიკა, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა და არღვევდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს.

პროკურატურა მისთვის 15-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

საქმე ეხება 5 ივლისის მოვლენებს. როგორც თავად თაბაგარი აღწერს, მას შემდეგ, რაც „თბილისი პრაიდის“ ოფისი ჰომოფობური და ძალადობრივი განწყობების ჯგუფებმა დაარბიეს, მას პოლიციამ დაურეკა. ის იხსენებს, რომ ზარისას პოლიციამ სთხოვა დარბეული ოფისის კარის გაღება, რათა მათ ზარალი დაეთვალათ. ის ამბობს, რომ ემოციურ ფონზე პოლიციას უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S