Accentnews.ge
კაცს, რომელიც მოზარდ გერზე სექსუალურად სამი წლის განმავლობაში ძალადობდა, 18 წელი მიესაჯა

კაცს, რომელიც მოზარდ გერზე სექსუალურად სამი წლის განმავლობაში ძალადობდა, 18 წელი მიესაჯა

23/10/2021 08:03:16 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირი 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა 2017 წლიდან 2020 წლამდე. ასევე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S