Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილის ანალიზებში სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა და რეანიმატოლოგი გახდა საჭირო"

ადვოკატი: "სააკაშვილის ანალიზებში სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა და რეანიმატოლოგი გახდა საჭირო"

25/10/2021 08:47:20 სამართალი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ღამით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა და რეანიმატოლოგის დახმარება გახდა საჭირო. იგი აღნიშნავს, რომ შიმშილობის ფონზე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება, დამძიმდეს.

"გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და საჭიროი გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა. შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება", - აცხადებს საძაგლიშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ექიმმა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი დატოვა. მან მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა.

ფაღავა აცხადებს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება.

"კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე. ამ თვის დასაწყისში კოვიდი გადავიტანე. მეგონა, კარგად ვიყავი და მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლოს ვიგრძენი, რომ მოსაწესრიგებელი ვარ. რეკომენდაციები დატოვებულია. იუსტიციის მინისტრს შევხვდი მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და იმათმა ჩაინიშნეს, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში",- აცხადებს ფაღავა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S