Accentnews.ge
ადვოკატი: "სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება"

ადვოკატი: "სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება"

25/10/2021 09:00:19 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სახელმწიფო ექს–პრეზიდენტის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირებს.

„კონსილიუმმა დადო დასკვნა, რომელიც არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს ერთადერთს - სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება და ამის უფლება ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ", – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი არ საუბრობს იმ რისკებზე, რაც მე -18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არსებობს.

"ყველა ქართველს, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომლისთვისაც კანონიერება არის მნიშვნელოვანი, უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ექიმმა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი დატოვა. მან მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა.

ფაღავა აცხადებს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება.

"კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე. ამ თვის დასაწყისში კოვიდი გადავიტანე. მეგონა, კარგად ვიყავი და მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლოს ვიგრძენი, რომ მოსაწესრიგებელი ვარ. რეკომენდაციები დატოვებულია. იუსტიციის მინისტრს შევხვდი მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და იმათმა ჩაინიშნეს, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში",- აცხადებს ფაღავა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S