Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილმა შეწყვიტა პროტესტის დამძიმება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან"

ადვოკატი: "სააკაშვილმა შეწყვიტა პროტესტის დამძიმება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან"

28/10/2021 15:29:51 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტმა პროტესტის დამძიმება შეწყვიტა და თანახმაა ექიმებთან თანამშრომლობაზე.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილთან კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა გახდა.

"აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან ისეთი სახის კომუნიკაციის საშუალება, რაც გამორიცხავდა ჩვენს შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ბარიერი ფიზიკურად იქ არის, თუმცა დატოვებულია სივრცე იმისთვის, რომ შევძლოთ წერილების გაცვლა გამოცვლა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება: უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე და ა.შ. [...] ახლა უკვე ვინაიდან, ეს პრობლემა აღმოფხვრილია ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან, რომელთა მიმართ გააჩნია ნდობა და ძალიან დიდი პატივისცემა", - განაცხადა ადვოკატმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S