იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ არ უშვებენ კონსილიუმს სააკაშვილთან
16/11/2021 06:53:59 სამართალი
"ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა", – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შეუშვეს პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან კონსილიუმი.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის პერიოდიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა მას რამე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო.
"სააკაშვილი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული. ამასთანავე, მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მოსალოდნელი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც დღეს ბევრად მაღალია. შეგახსენებთ, აღნიშნული სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს. „ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა ბრეგაძემ.


